воскресенье, 2 марта 2014 г.

თამთა ქვაჭრელიშვილის პროექტის პორტფოლიო

პროექტის სანახავად იხილეთ ბმული
პროექტის მეცხრე დღე
ტრენინგის ბოლო დღე ყველაზე დასამახსოვრებელი და ჩემთვის სასარგებლო აღმოჩნა. ამ დღეს გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების  საბოლოო პრეზენტაციები. დავრწმუნდით, საკუთარ შესაძლებლობებში. ერთი შეხედვით ის რაც რთულად გვეჩვენებოდა, ტრენერის დაუღალავი შრომითა და რჩევებით დავძლიეთ. ახლა უკვე გვაქვს საკუთარი ბლოგი, რომელზედაც განთავსებულია ჩვენი შრომის ნაყოფი. ვფიქრობ, ამ ტრენინგმა მომცა გამოცდილება და სტიმული, რომ აქტიურად დავგეგმო და განვახორციელო მსგავსი პროექტები.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.


პროექტის მერვე დღე
გავეცანით მერვე მოდულს. გავიგეთ, როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები. აგრეთვე განვიხლეთ ერთმანეთის საქაღალდეები, მივიღეთ უკუკავშირი და შევიტანეთ შესწორებები საკუთარ ნამუშევრებში.
პროექტის მეშვიდე დღე
გავეცანით მეექვსე-მეშვიდე მოდულს.გავაანალიზეთ პროექტით სწავლების მნიშვნელობა ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.ვნახეთ შეფასების რუბრკები და დავიწყეთ მუშაობა საკუთარი შეფასების რუბრიკების შექმნაზე.



პროექტის მეექვსე დღე
გავეცანით ელექტრონული წიგნის მეოთხე მოდულს.გავაკეთეთ პრეზენტაციები და მივიღეთ უკუკავშირი აუდიტორიისგან.აგრეთვე ვნახეთ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების ნიმუშები, დავათვალიერეთ მოსწავლის ნამუშევრების შექმნის ნიმუშები და დავიწყეთ ფიქრი მათ შექმნაზე.