пятница, 7 февраля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი დღე იყო. გავეცანით მესამე მოდულს.გავიხსენეთ Power Point-ში მუშაობა და გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები.აგრეთვე გავეცანით საავტორო უფლებებს, გავიგეთ რა არის უკუკავშირი და გამოვიყენეთ პრაქტიკაში. დღის ბოლოს ჩვენი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე.

ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგი დაიწყო გონებრივი იერიშით- რა იცით შეფასების შესახებ? ვიმსჯელეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე,ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე და მიზნებზე.გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოში შესაბამის ტექსტს. დავიწყეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის წერა. ვიმსჯელეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების გამოვლენის სტრატეგიებზე. საკუთარი პროექტისთვის შევქმენით შეფასების ფორმა. ვისწავლეთ ცხრილის შექმნა ვორდში, დავათვალიერეთ და განვიხილეთ პრეზენტაციების ნიმუშები, დავიწყეთ ჩვენი პრეზენტაციის მონახაზზე ფიქრი.

ტრენინგის მესამე დღე
გავეცანით ელექტრონული წიგნის მეორე მოდულს. დავიწყე ფიქრი პროექტის  განხორციელების ეტაპებზე. ჩამოვაყალიბე  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავიხსენეთ ვორდში მუშაობა, დავასრუეთ ბუკლეტი და ავტვირთეთ ბლოგზე






ტრენინგის პირველი-მეორე დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავიცანი ტრენერი-დიანა, რომელმაც ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. არის სასიამოვნო მოსაუბრე და საქმისთვის თავდადებული.
ეს ტრენინგი არის ჩემთვის სიახლე, რადგან გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოებს,ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,ინტელის სასწავლო კურსის მნიშნელობას. შევქმენით საქაღალდეები, რომელშიც მოთავსდება ჩვენ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსები.განვიხილეთ სასწავლო გეგმის შაბლონები.
დავათვალიერეთ გამოცემის ნიმუშები,დავიწყეთ ჩვენი გამოცემის ნიმუშებზე ფიქრი. გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი.